საეკლესიო გამოცემა კარიბჭის ცნობით, იეროდიაკონი კირიონი (ადეიშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა. მამა კირიონი მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის მონასტერში მოღვაწეობდა.
4 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349.





