გირჩი

ხვიჩია: ეს ამბავი პარლამენტს არ უკავშირდება, აზრად არასდროს მოგვსლია ჯაფარას გარეშე შესვლა

ეს ამბავი არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის ამბავს.

მე და ვახოს აზრად არასოდეს მოგვსვლია ჯაფარას გარეშე პარლამენტში შესვლა, დარწმუნებული ვარ პირიქითაც - არც ჯაფარას ჩვენ გარეშე.

არაა აქ ძაღლის თავი დამარხული. ოპოზიცია თუ შედის, შევალთ ყველა, თუ არ შედის, არ შევალთ არც ერთი.

არც ჩემს სკანდალს არ უკავშირდება, დილით გაბრაზებულზე ცუდი კომენტარი დავწერე, რის გამოც ბოდიშს ვიხდი მთელი დღეა, მაგრამ პორნოს ყურებაზეც და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე თანამოაზრეები ვიყავით და ვართ.

პრობლემა ისაა, რომ ამის მეტს ვერაფერს ვამბობ, მაგრამ სიტუაციას იმას ნუ დავაბრალებთ, რაც არაა შუაში.

წერს გირჩის წევრი იაგო ხვიჩია Facebook-ზე. დღეს, 4 დეკემბერს, ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა. ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

კომენტარები