დიუნი

DUNE და სხვა ბლოკბასტერები ონლაინ გამოვა

Icon

კინოსტუდია Warner Bros.-ის გადაწყვეტილებით, ყველა მსხვილი პროექტი კინოთეატრების გარდა ონლაინაც გამოვა. კომპანიას სტრიმინგ სერვისი HBO Max მოემსახურება.

უახლოეს დროში კინოკომპანია შემდეგი ფილმების გამოშვებას გეგმავს: დიუნი, ტომი და ჯერი, ქალი საოცრება 1984, მატრიცა 4, მეფე რიჩარდი, წყევლა 3, თვითმკვლელთა რაზმი, გოძილა კინგ კონგის წინააღმდეგ, მორტალ კომბატი.

ფილმები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი HBO Max-ის ვიდეოთეკაში. 

სტუდიის გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. დღემდე აშშ-ს კინოთეატრების 50%-ზე მეტი დახურულია.

ამავე თემაზე:

 

 

კომენტარები