დიუნი

ალეხანდრო ხოდოროვსკი ახალ დიუნზე: "კარგია, მაგრამ მარტივად პროგნოზირებადი"

No Film School

ლეგენდარულმა რეჟისორმა ალეხანდრო ხოდოროვსკიმ დიუნის ახალ ერკანიზაციაზე ისაუბრა. 

ხოდოროვსკი 70-იან წლებში თავად აპირებდა დიუნის გადაღებას, მაგრამ მრავალწლიანი შრომის შემდეგ პროდიუსერებისგან უარი მიიღო. შეუმდგარი ეკრანიზაციის შესახებ 2014 წელს დოკუმენტური ფილმი ხოდოროვსკის დიუნი გამოვიდა.

"ახალი დიუნის ტრეილერი ვნახე. კარგად არის გაკეთებული, ეს ინდუსტრიული კინოა, ბევრი ფულია ჩადებული და ძვირადღირებული პროექტია. დიდი ფული კინოში კლავს სპონტანურობას, აქრობს სიურპრიზებს. უკვე ვხვდებით როგორი იქნება განათება და მსახიობების თამაში. მოკლედ პროგნოზირებადია. ეს ჩემი აზრია, დენი ვილნევს და მის ფილმს წარმატებას ვუსურვებ". – ამბობს რეჟისორი.

 

კომენტარები