კორონავირუსი საქართველოში

"მე რა ვქნა, უარი ვთქვა?" – ცერცვაძე კითხვაზე, რა ქნას მან, ვისაც რემდესივირს ვერ უგზავნიან

თენგიზ ცერცვაძე

"მერე მე რა ვქნა? რა, უარი ვთქვა რომ გამომიგზავნონ?" - ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უნდა ქნას პაციენტმა, რომელსაც უცხოეთიდან რემდესივირს ვერ უგზავნიან. 

"ეს ხომ არ ყოფილა სახელმწიფო მარაგი? ეს ხომ არ ყოფილა შესყიდული?" - ამბობს ცერცვაძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

ცერცვაძემ თქვა, რომ კორონავირუსზე მკურნალობისას რემდესივირი გადაისხა, რომელიც მისივე თქმით, საქართველოში არ არის და უცხოეთიდან მეგობრებმა გამოუგზავნეს

თენგის ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს კი ის სტაციონარიდან სახლში გაეწერა. 

კომენტარები