კორონავირუსი საქართველოში

გაზაფხულიდან ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოემსახურება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, გაზაფხულიდან ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება. ცხელ ხაზი შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაუწევს კონსულტაციას. 

სამინისტროს თქმით, ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს ჩართავენ. 

3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 260 ახალი შემთხვევა.

კომენტარები