კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე COVID-19-ით გარდაცვლილებზე: ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი – ვითვლით ახლა?

ძალიან ძნელია თითოეულ გარდაცვლილზე ლაპარაკი, მითუმეტეს, როცა ჩემი შვილების ხელა ადამიანია გარდაცვლილი და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს. ტრაგედიაა ეს. 

სამწუხაროდ, ეს რომ მოხდებოდა... ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავთ, თუ მოინდომებთ, ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა? დავითვალოთ, რამდენია - 1 200-ზე მეტია. ეგ არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები