სავალუტო აუქციონი

სებ-მა სავალუტო აუქციონზე კიდევ 25 მლნ დოლარი გაიტანა, გაიყიდა $19 822 000

2020 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად კიდევ 25 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 19 822 000 დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3111 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 844.4 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები