სავალუტო აუქციონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 30 მლნ დოლარი გაყიდა, სულ 2020 წელს – 776 მლნ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

2020 წლის 18 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2902 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის არაერთხელ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 776 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები