კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს: სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას გავექეცი

საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც თქვენი...

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით, ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს.

ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ, ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება, მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდღიურობა გახდა...

რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება...

ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს. ცერცვაძემ უცხოეთში მყოფ ექიმებს მოუწოდა, "მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში".

კომენტარები