კანაბისი

გაერომ კანაბისი ყველაზე სახიფათო ნარკოტიკების ჩამონათვალიდან ამოიღო

https://www.cannabisbusinesstimes.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით გაეროს კომისიამ, 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანა აღარ განეკუთვნება 1961 წლის კონვენციის მეხუთე განრიგის კლასიფიკაციას. ამ კლასიფიკაციაში მარიხუანა ჰეროინისა და სხვა ოპიოდებთან გვერდით იყო მოთავსებული. 

საკითხი 53 წევრისგან შემდგარმა კომისიამ განიხილა. კენჭისყრაში იყო 27 მომხრე და 25 მოწინააღმდეგე. მომხრეებში შედიოდნენ აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და სამხრეთ აფრიკა, მაშინ, როცა ბრაზილია, ჩინეთი, რუსეთი და პაკისტანი წინააღმდეგ იყვნენ.

ნივთიერების მეხუთე განრიგში კლასიფიკაცია ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ ნივთიერება დამოკიდებულებას იწვევს და ავადმოხმარების საფრთხეს შეიცავს, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ "უკიდურესად შეზღუდული სამედიცინო და თერაპიული ღირებულება აქვს." 

"ეს კარგი ამბავია მილიონობით ადამიანისთვის, ვინც კანაბისს თერაპიული მიზნების მოიხმარს და ასახავს კანაბისთან დაკავშირებული ბაზრის ზრდის რეალობას". – წერია ნარკოპოლიტიკის ორგანიზაციების პრეს-რელიზში. 

ოთხშაბათის კენჭისყრის შედეგები ნიშნავს, რომ კანაბისა და კანაბისის პროდუქტები აღარ არის კლასიფიცირებული როგორც ყველაზე მავნე ნივთიერებები და მათი სამედიცინო ღირებულება აღიარებულია. 

კომენტარები