კორონავირუსი საქართველოში

გახარია: კარგად უნდა გვესმოდეს, შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება

ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2-თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას...

პრემერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებზე.

კომენტარები