მეუფე ნიკოლოზი

ამჯერად მეორე მაღაზია მეუფე ნიკოლოზს IPHONE 12 PRO-ს ქეისებს უფასოდ სთავაზობს

მაღაზია ტრენდული სახლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს Iphone 12 Pro-სთვის ქეისებს უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ მათ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერეს.

"მოგეხსენებათ დღეს მეუფე ნიკოლოზმა საჩუქრად მიიღო Iphone 12 პრო. შესაბამისად, მას დასჭირდება ახალი ქეისი იმისათვის, რომ ახალი ტელეფონი არ დაუზიანდეს. ტრენდული სახლი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მისი iphone 12 მრავალფეროვანი ქეისებით". –წერს მაღაზია.

დღეს, 2 დეკემბერს, მეუფე ნიკოლოზს ტექნიკის მაღაზია iStyle-მა საჩუქრად Iphone 12 Pro გადასცა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, მოგზაურობას აპირებს და ტელეფონს ახალი ფილმის გადასაღებად გამოიყენებს. მისივე თქმით, საკუთარ ძველ ტელეფონსაც, Iphone 11 Pro-საც დაიტოვებს, ის Iphone 10-ის ადგილს დაიკავებს, რომელიც მანამდე ჰქონდა და, მისივე თქმით, დაზიანდა.  

კომენტარები