მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს: მოვლენებს ქმნით, არარსებულ დაპირისპირებას აქეზებთ

ქართველ ჟურნალისტებს მინდა მივმართო, რომ თქვენ მოვლენები უნდა აღწეროთ, კი არ უნდა შექმნათ. თქვენ ქმნით მოვლენებს იმით, რომ ჩადიხართ და რაღაც არარსებულ დაპირისპირებას ქმნით, წააქეზებთ. რა საჭიროა, ვერ გავიგე. ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდება. საერთო ენასაც გამონახავენ მოკამათეები ერთმანეთში. სიძულვილის ენით ლაპარაკი არ შეიძლება. ვინც არ უნდა იყოს, მედია კი არა, გინდაც სასულიერო პირი. საერთოდ, სიძულვილით არ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. 

მიმართავს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში აღნიშნა, რომ "ეკლესიისადმი მედია სიძულვილის ენით მეტყველებს". ეპისტოლე სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

კომენტარები