COVID-19-ის ვაქცინა

Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინა დიდ ბრიტანეთში გამოყენებისთვის დაამტკიცეს

Reuters

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სარეგულაციო სააგენტოს თანახმად, ვაქცინის გამოყენება უკვე მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი. იმუნიზაციის პროცესი მაღალი რისკჯგუფებიდან დაიწყება.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი ადამიანის აცრისთვისაა საკმარისი.

უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი 10 მილიონ დოზას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის შემუშავებას 10 თვე დასჭირდა, ვაქცინის შემუშავებისთვის ეს რეკორდულად მცირე დროა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური მზადაა, ვაქცინაციის პროცესი მომავალ კვირაში დაიწყოს.

ვაქცინის გამოცდის კვლევების თანახმად, Pfizer-ის და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია.

მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება აშშ-ი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

კომენტარები