ნარკოდანაშაული

შსს: დავაკავეთ ადამიანი, რომლის ჩხრეკისას 1 კილოგრამი ჰეროინი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქის ჩხრეკისას 1 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს – დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ს.მ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები