კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს არათუ დაკავება, არამედ მადლობა ეკუთვნით ჩვენი სახელმწიფოსგან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, პოლიტიკური, ბინძური თამაშები და ახლა პოლიტიკური რეპრესიები...
tbl.ge/5a0s
დაკოპირდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოს შენობასთან იმართება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქციაც.
ამავე თემაზე
- "ფაქტია, რომ პროცესი ჭიანურდება" – სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
- ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არერევა
- კობახიძე: პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა
- მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული
- მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?