კორონავირუსი საქართველოში

სუფთა სახლს წინასახაალწლო პროდუქციის ფიზიკურად გაყიდვა აეკრძალა

Tika Mchedlidze/Fb.com

სოციალურ ქსელში დილიდან მომხმარებლების მიერ საოჯახო ქიმიის მაღაზიათა ქსელში, სუფთა სახლში, გადაღებული ფოტოები ვრცელდება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მაღაზიაში საოჯახო ქიმიისა და კოსმეტიკის შეძენა ჩვეულებრივად არის შესაძლებელი, თუმცა დახლებზე, რომელზეც საახალწლო პროდუქციაა [ჭურჭელი თუ საზეიმო აქსესუარები] განთავსებული, მითითებულია, რომ პროდუქციის შეძენა 24 დეკემბრამდე შეუძლებელია. 

ინფორმაციას გადასამოწმებლად ტაბულა სუფთა სახლს დაუკავშირდა. მაღაზიაში დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ადგილზე მაღაზიებში წინასაახალწლო პროდუქციის გაყიდვა 24 დეკემბრამდე აეკრძალათ. ამავდროულად, საყურადღებოა ისიც, რომ ამ ტიპის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მიტანის სხვადასხვა სერვისების მეშვეობით. 

საქართველოს მთავრობამ ახალი მასშტაბური შეზღუდვების შესახებ წინა კვირას გამოაცხადა. ახალი შეზღუდვების ფარგლებში ნებადართულია პირველადი მნიშვნელობის ეკონომიკური საქმიანობა. რესტორნებსა და კაფეებს კი მხოლოდ გატანის სერვისის გამოყენებით შეუძლიათ მუშაობა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. 

კომენტარები