2001 კოსმოსური ოდისეა

მოულოდნელად გაქრა იუტის უდაბნოში ნაპოვნი მეტალის იდუმალი მონოლითი

უცნაურად გამოჩნდა და უცნაურად გაქრა - იუტის შტატში ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ერთი კვირის წინ ნაპოვნი მეტალის მონოლითი ადგილზე აღარ არის.  

აშშ-ს ფედერალური სამსახური, რომელსაც მიწათა მენეჯმენტი ევალება, ამბობს, რომ კონსტრუქცია მას არ აუღია. 

ერთი კვირის წინ იუტის შტატის უდაბნოს მოშორებულ ნაწილში ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უდაბნოზე ვერტფრენით გადაფრენისას იდუმალი მონოლითი შენიშნეს. ობიექტი 3-3.6 მეტრის სიმაღლის იყო.  

"ეს იყო ყველაზე უცნაური რამ, რასაც გადავწყდომივარ ამდენი წლის ფრენის განმავლობაში". - განაცხადა ექსპედიციის პილოტმა, ბრეტ ჰაჩინგმა. ჰაჩინგი იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დავალებით მიფრინავდა, რათა ველური ბუნების რესურსების სააგენტოს კანადური თოვლის ცხვრის დათვლაში დახმარებოდა. ამ რუტინული საქმის შესრულებისას წითელი ქვების ლანდშაფტში ამ უცნაური მოყვანილობის მონოლითის აღმოჩენა ყველასთვის განმაცვიფრებელი იყო.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები