საქართველოში კორონავორუსით ინფიცირების 21 063 აქტიური შემთხვევაა. ამ ეტაპზე მძიმედ არის 943 პაციენტი, მათ შორის თბილისში - 429, აჭარაში - 167, იმერეთში - 190.
ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 56, იმერეთში - 37.
3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311- თბილისში, 2 058 - აჭარაში, 284 იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
29 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცრების132 368 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 110 049 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 230 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით – სრულად წაიკითხეთ აქ.





