თენგიზ ცერცვაძის ინფიცირება

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებიდან მე-15 დღეს სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ყურადღება გამოხატა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე საავამდყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. 

კომენტარები