ჯანდაცვის სამინისტრო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი გადადგა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ავთანდილ თალაკვაძემ განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე დაწერა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თალაკვაძე პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა.

კომენტარები