კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლეა, არ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, რომელია მნიშვნელოვანი

ამაზე ვსაუბრობ გაზაფხულიდან, შედარება ხდება, რომ სასწორის აქეთა პინაზე დევს ადამიანების სიცოცხლე, რომელსაც ვკარგავთ COVID-ის გამო და მეორე მხარეს არის რაღაც ეფემერული ეკონომიკა, რომელიც რაღაც ტერმინია და არავინ არ იცის, რა არის.

სინამდვილეში მთავარ შეცდომას ყველა უშვებს აქ – [აქაც] ერთ მხარესაც ადამიანის სიცოცხლე დევს და მეორე მხარესაც ადამიანების სიცოცხლეები დევს. ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ერთი მიმტანი იყოს, რომელიც რესტორანში მუშაობს, რომელსაც შემოსავალი აქვს, რომელსაც მოხუცი ბებია ჰყავს, რომლისთვისაც ყოველთვიურად ყიდულობს წნევის წამლებს – აღარ აქვს შემოსავალი და მოკვდა ის ქალი, ვერ უყიდა. ეს არ გამოჩნდება, არავინ არ გამოიტანს ეკრანზე და არ გვანახებს, რომ ჰიპერტენზიისგან, იმის გამო, რომ წამალი ვერ შეიძინა, გარდაიცვალა ამდენი ადამიანი.

მეორე მხარეს სიცოცხლეები ასევე იკარგება. და, სინამდვილეში, სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლეებია. არცერთ მთავრობას არ აქვს იმის მორალური უფლება, რომ გადაწყვიტოს ერთი სიცოცხლე სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია თუ მეორე.

ასე ეხმაურება TV პირველის ეთერში გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები