კორონავირუსი საქართველოში

უნივერსიტეტები და სკოლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, ბაღები მუშაობას აჩერებენ

thedailysheeple.com

28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში უნივერსიტეტები და სკოლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, საბავშვო ბაღები მუშაობას სრულად აჩერებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განცხადებას ავრცელებს.

"სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას". – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დრომდე სკოლებისა და უმაღლეს სასწავლებლების ნაწილში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 124 კი გარდაიცვალა. სულ 18 759 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები