ავარია თელავში

თელავში ავარიას 27 წლის კაცი ემსხვერპლა

თელავში ავტოავარიის შედეგად 27 წლის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

მამაკაცი სოფელ რუისპირში მსუბუქი ავტომობილით მოძრაობდა, როცა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 

კომენტარები