ავარია თელავში

ავტომობილი მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა, 5 ადამიანი დაშავდა

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მძღოლმა მანქანით მდინარის ჯებირი გაანგრია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები