წყალტუბო

საგანგებო: მაშველებმა წყალტუბოში ქვების მასაში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოჰყვა. მეხანძრე-მაშველებმა ის ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადარჩენილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა. მუშის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

კომენტარები