კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე საველე ჰოსპიტლებზე: საქართველოში ამ საკითხს არ განვიხილავთ

საქართველოში ამ საკითხს არ განვიხილავთ, ჩვენ გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია საველე ჰოსპიტალები და კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი გადაიარეს, იქ არცერთი პაციენტისთვის მომსახურება არ გაუწევიათ. ჩვენ კარვების სანაცვლოდ გვაქვს არაერთი დამატებითი სივრცე გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება, ძირითადად, საავადმყოფოების ბაზაზე და ასევე სასტუმროებში, სადაც ჩვენ გვაქვს სრული სამედიცინო-სამეთვალყურეო მომსახურება...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსებასთან დაკავშირებით.

კომენტარები