სპეცოპერაცია წერეთელზე

წერეთელზე მიკროსაფინანსოდან ყველა მძევალი გათავისუფლდა, მძევლების ამყვანი დაკავებულია

ტა

წერეთელზე მიკროსაფინანსოდან ყველა მძევალი გათავისუფლდა, მძევლების შეიარაღებული ამყვანი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, შენობაში სულ 11 მძევალი იყო. 

"მოლაპარაკებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია". – თქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილმა თავდამსხმელმა პარლამენტარებს 3 მოთხოვნა წაუყენა. თავდამსხმელის მოთხოვნებია: აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები