თბილსის მერია

"მოგწონთ სიბნელე?" – კახა კალაძის Live ჩაბნელებული პარკიდან

კახა კალაძე/Facebook

თბილისის მერი, კახა კალაძე საკუთარ Facebook-გვერდზე Live-ში ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან ჩაერთო. კალაძე 2 წუთის განმავლობაში სიბნელეში ლაპარაკობდა, შემდეგ კი ნათურები აანთეს. კალაძის თქმით, "არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს" და თბილისი "არასდროს დაბრუნდება სიბნელეში".

"ზოგადად, სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ ყველას არგად გვახსოვს, გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. მინდა მივმართო მათ, ვინც ბოლო დღეების მანძილზე აკრიტიკებს დედაქალაქის მერიას საახალწლო განათებების შესყიდვების გამო და თქვენ, რიგით თბილისელებს, იმ ადამიანებს, ვისაც მართლა გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და უხარია წინსვლა, ყველა კარგი პროექტის განხორციელება - მოგწონთ, ზოგადად, სიბნელე? 

[...] რა არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ, აღარ გადავიხადოთ ეს 12 მლნ ლარი, რომ ქალაქი იყოს ღამით ულამაზესი? ჩემო მეგორებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთი ლამაზი და სავსე, სადღესასწაულო განწყობით, როგორც წარსულში იყო. თუმცა, იქნება მოკრძალებული. [...] თბილისი არასდროს დაბრუნდება წარსულში, არასდროს დაბრუნდება სიბნელეში. არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს". - თქვა კალაძემ. 

თბილისის მერიამ დედაქალაში საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟება დაიწყო. ასევე, ცნობილია, რომ მერია წინა წელს შეძენილი მილიონიანი ნაძვის ხის მოსართავად წელს 196 000 ლარს დახარჯავს.

კომენტარები