თბილსის მერია

თბილისის მთავრობის წევრები გიგი უგულავას თანადგომას უცხადებენ

თბილისის მთავრობის წევრებმა, ქალაქის მერისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერისთვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. 

"ჩვენ, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები, ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერთან ერთად ვიღებთ პასუხისიმგებლობას თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, ამ წლების განმავლობაში მიღწეულ უამრავ წარმატებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე. ამასთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, რომ დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა და დასუფთავების კომპანიაში მოქალაქეების დასაქმებას შეეხება, არის უსაფუძვლო და საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მხოლოდ ქალაქის მერის პოლიტიკური პოზიციის პასუხს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოზე საკითხის განხილვისას დამტკიცდება სიმართლე და ჩვენ თბილისის მერის,  გიგი უგულავას ხელმძღვანელობით გავაგრძელებთ მუშაობას ქალაქისა და თბილისელების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში. 

შე­გახ­სე­ნებთ, რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი,  ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, დღეს ბრალს წა­უ­ყე­ნებს. ბრალ­დე­ბა შე­ე­ხე­ბა დი­დი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, გაფ­ლან­გვა­სა და დი­დი ოდე­ნო­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებს. 

კომენტარები