კორონავირუსი საქართველოში

869 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 337 – მართვით სუნთქვაზეა

AFP - Getty Images

ახალი კორონავირუსის 18 336 აქტიური შემთხვევიდან 869 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145, იმერეთში - 190.

აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 - თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

19 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები