კორონავირუსი საქართველოში

735 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 334 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

GETTY IMAGES

ახალი კორონავირუსის 16 888 აქტიური შემთხვევიდან 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 368 თბილისში მკურნალობს. აჭარაში - 118, იმერეთში - 162.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 334 ინფიცირებული იმყოფება, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31.

3 280 ადამიანია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

15 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 79 678 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 16 888 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები