კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 3 020 ახალი შემთხვევიდან 1 354 თბილისში დადასტურდა, 410 – აჭარაში, 398 – იმერეთში

Gulf News

გასულ დღე-ღამეში აღრიცხული კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 354 დადასტურდა, აჭარაში - 410, იმერეთში - 398, ქვემო ქართლში - 198. შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა.

15 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 79 678 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 16 888 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები