ქობულეთის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში შუახნის კაცი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები