Washington Examiner

Washington Examiner: გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა რეალური ძალაუფლება ივანიშვილს აქვს

ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით "პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს", სადაც ავტორი, ტომ როგან, წერს, რომ მთავარი შეშფოთების საგანი ბიძინა ივანიშვილია – " მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას. ივანიშვილს გახარიას სახელისუფლებო სკამის მიღმა რეალური ძალაუფლება აქვს".

ავტორი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს, თავისი სიმდიდრე და გავლენა პატარა ერის გლობალური პერსპექტივების წინსვლისთვის გამოიყენოს. 

"ამის ნაცვლად, მან დეგრადაცია გაუკეთა საქართველოს განვითარებად კანონის უზენაესობას და თავს აწონებდა ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს. ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების ძირის გამოთხრით აშშ-სა და ევროკავშირთან. მის მიერ პორტის ახალი ობიექტის შეფერხებით და, მაგალითად, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ჩანს რომ მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მისი ინტერესები წინ წასწიოს პუტინის სტრატეგიულ დღის წესრიგთან ერთად." – ვკითხულობთ წერილში.

ის წერს, რომ ეს პრობლემაა, რადგან რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით მეტად დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები "ეს ასე არ უნდა იყოს".

როგანი წერს, რომ ამჟამად სადავო არჩევნების შემდეგომ შედეგებს შეჭიდებულნი, საქართველოს უშიშროების ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს და სხვა იარაღს. ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები სერიოზულია და ასახავს ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისას ნებისმიერ სირთულეს შეარბილებს და ის ახლა პომპეოს ვიზიტს წარმოადგენს, როგორც სიგნალს იმისა, რომ შეერთებული შტატები რეალურად კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. როგორც ავტორი აღნიშნავს, პომპეომ გახარიას უნდა ასწავლოს, რა არის ჭეშმარიტება.

ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც აშშ მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიური და ეკონომიკური ჩართულობისკენს მიისწრაფვის, ის თვალს არ დახუჭავს მზრდად ავტორიტარიზმზე. როგანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ციტირებს, რომ პომპეო "გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, დაჟინებით მოუწოდებს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ". ის იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა პომპეო უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.

როგანი წერს, რომ 2019 წელს აშშ-ს ექსპორტი საქართველოში 768 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისა იყო, საერთო ჯამში კი აშშ-ს ვაჭრობით 616 მილიონი აშშ დოლარის მოგება, თუმცა გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს ორივე ქვეყანას შორის გაფართოებული ვაჭრობისთვის. ასევე, როგორც ავტორი აღნიშნავს, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგადაა განვითარებული, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდროდაა ჩართული ანტიტერორისტულ თანამშრომლობაში და ეს საძირკველია, რაზეც შეიძლება აშენება.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ, სანამ აშშ ივანიშვილზე ზეწოლას არ მოახდენს, რომ ის უფრო სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს საკუთარი ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძველი იმსხვრევა.

"ამრიგად, ნათელი უნდა იყოს, რომ აშშ იყო და კვლავ სურს, რომ იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი. თუმცა, მან ასევე ნათელი უნდა გახადოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის კლებით, ის უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებს მათი ქმედებებისთვის სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგეთ". – წერს ტომ როგანი.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე მაღალი რანგის ოფიციალური პირების ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს".

კომენტარები