კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი სკოლა-ბაღების დაკეტვაზე: საქართველოში ბავშვებს უმეტესად ბებია-ბაბუები უვლიან

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ყველა ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი ცხოვრების ნირით, საბავშვო ბაღების და სკოლების მოსწავლეების თავშეყრის წესებით და განსაკუთრებით ამ ბავშვების ძირითადი მომვლელების სტატუსის გათვალისწინებით, რომლებიც [საქართველოში] უმთავრეს შემთხვევაში არიან ბებია-ბაბუები ან ისეთი ადამიანები, რომლებიც დაყვებიან ამ ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათთან ერთად გადაადგილდებიან, უსხედან ბავშვებს სამეცადინო მაგიდებთან.

საბავშვო ბაღების და სკოლების დისტანციური რეჟიმზე გადაყვანა ან დაკეტვა ერთ-ერთი საშუალებაა, გაიზარდოს დისტანცირება საზოგადოებაში და შემცირდეს ადამიანთა თავშეყრა.

თქვა NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა კითხვაზე - რატომ დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები საქართველოში, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ეს არ მომხდარა.

კომენტარები