ევროპის ლიგა 2021

პრესსამსახური: კახა კალაძე მატჩზე იყო როგორც ვეტერანი და ცნობილი ფეხბურთელი

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე ვეტერანისა და ცნობილი ფეხბურთელის სტატუსით იმყოფებოდა

"რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, არ იყო და იყო, როგორც ვეტერანი და ცნობილი ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი". – უთხრეს მერიის პრესსამსახურში ტაბულას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო-მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ლევან კობიაშვილი.

კომენტარები