კორონავირუსი საქართველოში

როგორ მართავს თბილისის მერია რიგებს მეტროებთან

Facebook.com/გიორგი შალიკაშვილი

მოქალაქე გიორგი შალიკაშვილი Facebook-ზე ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მეტროს შესასვლელთან მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ და ერთმანეთთან მჭიდროდ დგანან. 

"მეტროს შესასვლელი, დილის 9:30. კალაძის მოფიქრებულმა წინაღობამ უარესი შედეგი გამოიღო, სად ხართ, ექიმებო, რატო არ აპროტესტებთ კორონა გამრავლდებაო, ან ქოცები სად ხართ, აქციებზე მოიმატებს ინფიცირებაო, აქ არ მოიმატებს კორონა? თუ კალაძის ნამოქმედარზე არ იმატებს?". - წერს გიორგი შალიკაშვილი. 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 6 ნოემბრიდან მეტროში რიგები კონტროლდება. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

კომენტარები