ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს: რუსეთი რჩება ნომერ პირველ პარტნიორად

ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია
Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. პუტინმა თქვა, რომ რუსეთი რჩება მათ "ნომერ პირველ პარტნიორად" და შეახსენა, რომ აფხაზეთის ეკონომიკის 70% რუსეთზეა დამოკიდებული.

"ახლა არსებობს შესაძლებლობა, აუჩქარებლად, მშვიდ გარემოში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ურთიერთობები. სამწუხაროდ, პანდემია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთი რჩება ნომერ პირველ პარტნიორად". - თქვა პუტინმა.

მან ასევე თქვა, რომ თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი სფეროები არსებობს:

"არ ვსაუბრობ ტურიზმზე, არსებობს სხვა სფეროებიც, სოფლის მეურნეობა და ტელეკომუნიკაციები. ეს ყველაფერია შესაძლოა გახდეს და უნდა გახდეს განხილვის თემა". - თქვა მან.

ბჟანია რუსეთში 26 ოქტომბრის შემდეგ იმყოფება.

კომენტარები