ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან ვერ გათავისუფლდა

KTLA

ბრიტნი სპირსს სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. ამერიკელ მომღერალს საკუთარი მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობისგან გათავისუფლება სურდა.

ჯეიმი შვილის მეურვე გახდა 2008 წელს, როდესაც მომღერალს კევინ ფედერლაინთან დაშორების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. მომღერალი მეურვეობის გადაბარებას თანაშემწისთვის, ჯოდი მონტგომერისთვის აპირებდა. მიზეზად კი მამის ჯანმრთელობის გაუარესება სახელდება.

სპირსის ადვოკატის განცხადებით, არტისტს მამის ეშინია და არ აპირებს სიმღერას, სანამ მისი მეურვეობისგან თავს არ დაიხსნის.

მომღერლის მხარე ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები