კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას Covid19 დაუდასტურდა

ხვიჩა კვარაცხელია

ქართველ ფეხბურთელებს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.  

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გაიმართება.

კომენტარები