კორონავირუსი საქართველოში

კვირას NCDC-მა კორონავირუსზე 5 843 PCR ტესტი ჩაატარა, აქედან ნახევარი დადებითი აღმოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 ნოემბერს ქვეყანაში 5 843 PCR ტესტი ჩატარდა. აქედან 50%-ზე მეტი, 2 927 პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

9 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 60 680 პირი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

დღეიდან კი 22:00სთ-დან 05:00სთ-მდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები