აქცია ცესკოსთან

ელისაშვილი: გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს და მაქსიმალურად გამოვარიდოთ ისინი

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერები, ახლა მაქსიმალურად ვეცდებით ვითარების დაწყნარებას, ხალხის გამორიდებას, ისინი რომ დაუნდობლები და უღმერთოები არიან და ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ დაიცვან თამარ ჟვანია, ხმების ქურდი და დაიცვან თვითონ ნაქურდალი ხმები - ეს დავინახეთ. გვინდა, რომ ხალხი არ დაშავდეს, გვინდა რომ მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი, იმიტომ, რომ შეხედეთ სადამდე გამოვარდნენ ეს სპეცრაზმელები, დაერივნენ ხალხს, ურტყამენ, აკავებენ. ჩვენ გვინდა, ვითარება განვმუხტოთ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დავზიანდით არანორმალური, ჯოჯოხეთური წყლის ჭავლისგან. გვინდა დავაწყნაროთ, გვინდა ყველას მოვუწოდოთ, რომ ნელნელა ეს პერიმეტრი გავათავისუფლოთ...

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ცესკოს შენობასთან მომიტინგეების ხელახალი დარბევის შემდეგ ტვ პირველის ეთერში თქვა.

კომენტარები