კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შეზღუდვების გამკაცრების და გაფართოების პროცესი არ გაჩერდება

შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების პროცესი არ გაჩერდება. ეპიდსიტუაციის მიხედვით, შესაძლებელია, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს. სხვანაირად ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც გადიან ევროპული თუ არაევროპული ქვეყნები...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 9 ნოემბრიდან იზღუდება 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

კომენტარები