კორონავირუსი საქართველოში

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება

speakerstones

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. თქვა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე და, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებსა და მიტანის სერვისის კურიერებზე.

უკანასკნელ 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 2 754 პაციენტი.

7 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 14 612 აქტიური შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 39 773 გამოჯანმრთელდა, ხოლო 441 გარდაიცვალა.

კომენტარები