კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე აქციებზე: ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს... მე ხომ არ მივალ, რომ დისტანცია დაიცვან

ჩემი საქმე არის ერთნაირი რეკომენდაციის მიცემა ყველასთვის. ეკლესიას რომ ვაძლევდი, ეკლესიამ დაიცვა სხვათა შორის და ძალიან კარგად მოიქცნენ. ახლა იმავეს ვეუბნები სხვებსაც.

ჩემთვის სულ ერთია, სად შეიკრიბებიან და როგორ შეიკრიბებიან, მთავარია, წესები დაიცვან. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ვინც ატარებს და ვინც არის ორგანიზატორი, იმათმა უნდა უზრუნველყონ წესების დაცვა, მე ხომ არ მივალ იქ, რომ დისტანცია დაიცვან...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ოპოზიციის აქციებზე. აღდგომის ღამეს, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა, მრევლი ეკლესიებში დარჩა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ არ შეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი.

კომენტარები