ნარკოდანაშაული

შსს: სიღნაღში მანქანის ჩხრეკისას 6.5 კილოგრამი ჰეროინი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღში, სოფელ ვაქირში, მანქანის ჩხეკისას 6 კილო და 500 გრამი ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ა.კ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები