კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: მხოლოდ გუშინ 1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება, რომ არასწორად ეკეთათ პირბადე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 3 ნოემბერს 1 789 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი გრძელდება.

"1 567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება, რომ არასწორად ეკეთათ პირბადე. ხშირად, მხოლოდ პირზე აქვთ პირბადე, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს. საპატრულო პოლიცია ორ შემთხვევაში გამოიძახეს". – ამბობს კალაძე.

დღეიდან, 4 ნოემბრიდან, პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

კომენტარები