კორონავირუსი საქართველოში

მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს მთავრობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თავს კარგად გრძნობს და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

თვითიზოლაციაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ახალი კორონავირუსი, გუშინ, 2 ნოემბერს დაუდასტურდა.

კომენტარები